„არავის არაფერი დააბრალოთ“ - რატომ ჩამოიხრჩო თავი 17 წლის გოგომ (ვიდეო)
15:46 / 02.10.2018
სამტრედიაში, 17 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის სარდაფში
ჩამომხრჩვალი საკუთარმა 14 წლის ძმამ იპოვა.
ბიჭი ვიდეოზარის საშულებით დედას ელაპარკებოდა თურქეთში, რომელიც
ემიგრაციაში ოთხი წლის წინ სამუშაოდ წავიდა. საუბრის დროს
დედამ გოგონა მოიკითხა. ძმამ დის ძებნა დაიწყო და სარდაფში თოკზე
ჩამომხრჩვალი იპოვა.
"არავის არაფერი დააბრალოთ, მაინტერესებს როგორია სიკვდილი", - წერს
17 წლის გოგონა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში.
კლასელებმა, რომლებიც ამავე დროს გარდაცვლილის ახლო მეგობრები არიან,
არ იციან რა შეიძლებოდა გამხდარიყო მისი თვითმკვლელობის მიზეზი. არ
იციან არც ის, აწუხებდა თუ არა, ან დარდობდა თუ არა რამეზე. ამბობენ,
რომ გოგონა მხიარული იყო. განსაკუთრებით ბოლო დროს სულ იცინოდა.
სევდიანს ვერასდროს ხედავდნენ. ფიქრობენ,რომ მათ კლასელს
თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.
"ყველასთვის მოულოდნელი იყო რაც მოხდა. თვითმკვლელობის დღეს ვნახეთ
კლასელებმა. არაფერი ეტყობოდა. ძალიან მხიარული იყო. არასდროს
საუბრობდა გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაზე, ყველა გაოგნებულები ვართ,
ვერ ვხსნით რა მოხდა" ,-ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი.
"სკოლას რომ დაამთავრებდა ფსიქოლოგიაზე უნდოდა ჩაბარება", - ამბობს
მისი მეორე მეგობარი.
კითხვაზე, რატომ ფსიქოლოგიაზე? - პასუხობს, რომ არ იცის, რადგან
გარდაცვლილს ამაზე მათთან არასდროს უსაუბრია.
17 წლის გოგონა მეგობრებთან არც პირად ცხოვრებაზე საუბრობდა.
მეგობრებმა არ იციან უყვარდა თუ არა ვინმე გარდაცვლილს.
იმას, რაზეც მეგობრებთან არ საუბრობდა, არ მალავდა ძმასთან. გოგონას
14 წლის ძმამ იცოდა, რომ მის დას შეყვარებული ჰყავდა და დაახლოებით
ერთი თვის წინ მასთან ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო კამათიც
მოუვიდა, თუმცა, მალევე შერიგებულან. გარდაცვალების წინ დაწერილ
წერილში კი გარდაცვლილი მის შეყვარებულსაც ახსენებს.
"წერს, ვუთხარი მას (შეყვარებულს) არ მოხვიდეთქვა, მაგრამ ვიცი მაინც
მოვა და ამიტომ ისე დახვდით, როგორც მე გამიხარდებოდაო. თითქოს
უთქვამს კიდეც მისთვის თავს მოვიკლავო, მაგრამ ასეც, რომ ყოფილიყო ის
ბიჭი ამას სერიოზულად ხომ არ აღიქვამდა? უკვე აღარ ვიცით რაზე
ვიფიქროთ", - ამბობს გარდაცვლილის ბიძა.
ოჯახი ახლა 17 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზებზე ფიქრობს.
მსჯელობენ ყველა ვერსიაზე, რამაც, შესაძლოა, არასრულწლოვანი ამ
გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
ფიქრობენ იმაზეც, ხომ არ იყო ეს ინტერნეტთამაშის შედეგი, მაგრამ
გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მოზარდს
აუცილებლად შეამჩნევდნენ უცნაურ ქცევას, რაც თამაშის პროცესში
სხვადასხვა დავალების შესრულებაში გამოიხატება, მაგალითად, სხეულის
ბასრი საგნით დაზიანება.
გარდაცვალების მიზეზებს სწავლობს გამოძიებაც. გოგონას მიერ
თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი, პირადი ტელეფონი და კომპიუტერი
უკვე გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
17 წლის გოგონას თვითმკვლელობაზე შსს გამოძიებას 115-ე მუხლით
აწარმოებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები