სამბოში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, ბესო მიქელაძე,
პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით მშრალ შიმშილს იწყებს.
მსოფლიო ჩემპიონი შიმშილობის აქციას სამ ოქტომბერს,
პარლამენტის შენობასთან დაიწყებს. ბესო მიქელაძის თქმით, ქუთაისს
სჭირდება ხელოვნური დახმარება და ეს უნდა იყოს პარლამენტი.
მსოფლიო ჩემპიონს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა, ამბობს
რომ პარლამენტის ქუთაისში დარჩენა არის ღირსების საკითხი.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შიმშილობა არ შეიძლება, ვთვლი, რომ
ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ღირსების საკითხია პარლამენტის
დარჩენა-არდარჩენა. ეს იქნება ჩემი ღირსეული პასუხი მათ უგუნურ
გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ბესო მიქელთაძემ.
მისი თქმით, შიმშილობის პარალელურად პარლამენტის წინ აქციებიც
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები