ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან
ქუთაისი-ბარსელონას მიმართულებით მგზავრების ნაწილი ვერ გაფრინდა.
მგზავრების თქმით, თვითვმფრინავში ემერჯენსის კარები გაიჭედა,
რის გამოც რეისი ჯერ ერთი საათით გადაიდო, შემდეგ კი გაირკვა, რომ
გაფრენის საშუალება რიგითობით მხოლოდ 110 მგზავრს მიეცა. დარჩენილ
მზგავრებს სავარაუდოდ, მომდევნო რეისამდე სასტუმროებში
გადაანაწილებენ.
მგზავრები ამბობენ, რომ ფინანსური ზარალი მიადგათ,რადგან დაჯავშნილი
ჰქონდათ სასტუმრო, შეიძინეს ბილეთები და ახლა კომპანიისგან
კომპენსაციას ელოდებიან.
ადგილზე არ იმყოფება ვიზეარის წარმომადგენლობა.
მასალის გამოყენების პირობები