თბილისის მეათე საერთაშორისო ფესტივალზე ქუთაისის მესხიშვილის თეატრი
სპექტაკლით "მიუნჰაუზენი" წარსდგება.
სპექტაკლი 29 სექტემბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება.
თბილსიის მეათე საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ფესტივალს წარმოადგენს მსოფლიო საფესტივალო რუკაზე.
"შარშან ჩატარდა კვლევა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 30
საუკეთესოში ფესტივალში შევიდა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მასში
მონაწილეობის მიღება. ფესტივალი საშუალებას იძლევა გავეცნოთ
მსოფლიოში მიმდინარე საუკეთესო თეატრალურ ტენდენციებს, გავაცნოთ თავი
და დავამყაროთ კონტაქტები მსოფლიო თეატრებთან" , -აღნიშნა მესხიშვილის
თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.
მესხიშვილის თეატრი სეზონს ამავე სპექტკლით 3 ოტქომბერს გახსნის.
მასალის გამოყენების პირობები