ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით მერვე დღეა საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს.
კახა მახათაძის კაბინეტთან მოქალაქეები არიან შეკრებილები, კარები კი
წებოვანი ლენტითაა დაკეტილი. ოთხი ადამიანი კი მეორე დღეა
შიმშილობს.
"თანამდებობიდან გადადგეს და დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული
მერი" - ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები მახათაძის სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან მათი თქმით მის წინააღმდეგ
რამდენიმე საქმეა აღძრული. ვიდრე ზესტაფონის მერი თანამდებობას არ
დატოვებს, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი გაბრიჭის თქმით, ზესტაფონის
მერის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული
და მას არ აქვს უფლება იყოს ზესტაფონის მერი. მოქალაქეები მოუწოდებენ
მერს დატოვოს დაკავებული პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მჯდომარე
აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
,,ზესტაფონის ფეროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ქობულეთში ერთ-ერთ
სასტუმროსთან, რომელიც მახათაძის და მისი ძმის ბიზნესია.
თანამშრომლები კი ზაფხულში ქარხნის ბიუჯეტით იქ ისვენებენ. მივმართავ
იმერეთის გუნერნატორს ა მაჟორიტარ დეპუტატს,შეგვხვდეს და დაინტერესდეს
ზესტაფონის მერია წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებით
და მის მიმართ არსებული პრეტენზიებით" - განაცხადა დავით
გოგლიჩიძემ.
კახა მახათაძესთან ბიზნესკავშირს უარყოფენ შპს "ჯორჯიან მანგანეზში",
რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ოპერირებს. კომპანიაში
ამბობენ, რომ მათ ქობულეთში არსებულ არც ერთ სასტუმროსთან
ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული.
კახა მახათაძე ბიზნესსაქმიანობას 2011 წლიდან
ახორციელებს. მას სხვადასხვა დროს ათზე მეტ კომპანიაში
უფიქსირდება წილი.
მერი კახაბერ მახათაძე ამბობს, რომ ის სისულეებზე კომენტარის
გაკეტებას არ აპირებს, შესაბამისად ის აქციის მონაწილეებსაც არ
შეხვედრია.
ამავე
თემაზე:
,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის
მერიაში
,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის
მერიაში
მასალის გამოყენების პირობები