იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ახალი მოადგილე
წარადგინა. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თავდაცვის სამინისტროს
მაღალჩინოსანი, ბესიკ გოფოძე დაინიშნა.
ამიერიდან გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
როგორც იმერეთის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი შტატი მთავრობის
დადგენილებით შეიქმნა.
"გიორგი ჭიღვარიას დროს გაუქმდა ეს შტატი და ახლა დაემატა მთავრობის
დადგენილებით", - აცხადებენ გუბერნიაში.
ბესიკ გოფოძე გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამხარეო
ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს
გაუწევს კურატორობას.
ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა
მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული
აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.
იმერეთის გუბერნიაში მესამე ვიცე-გუბერნატორის შტატი 2017 წელს
გაუქმდა, როცა ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია
"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები