წყალტუბოს საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტი
გამოძიებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
გადაეცა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით არის
დაწყებული, რაც ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გასაღებას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე
ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
რამდენიმე დღის წინ, წყალტუბოს რაიონის ბაღებიდან სახლში დაბრუნებულ
25 ბავშვს მოწამვლის სხვადასხვა ნიშანი აღენიშნებოდათ. ისინი
ინტოქსიკაციის ნიშნებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მშობლების თქმით, მათ მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღლი სიცხე
აღენიშნებოდათ.
ამავე თემაზე:
წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები მკურნალობას ქუთაისის
საავადმყოფოში გადიან
მასალის გამოყენების პირობები