გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 და 25 სექტემბერს
დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ
28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს.
"ღამით და დღის პირველ ნახევარში ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დროგამოშვებით
გაძლიერდება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
25 სექტემბრის დღის ბოლოს საღამოს საათებიდან 27-ის ჩათვლით წვიმაა
მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ელ-ჭექი, ცვალებადი მიმართულების
ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 10 გრადუსით.
28 სექტემბრიდან რამდენიმე დღე გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები