ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულო ეთიკის კოდექსის მიღებას ჯერჯერობით არ აპირებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებას, ეთიკის კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ აპირებენ.
საკრებულოს  იურიდიული განყოფილების უფროსი, მაია სვინტრაძე ამბობს, რომ წარმომადგენლობით ორგანოს ამას ორგანული კანონი არ ავალდებულებს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, საკრებულოს დეპუტატების ქცევას რეგლამენტი ისედაც არეგულირებს.

"ერთი ის, რომ თუ კანონის მოთხოვნა არ იქნა, ჩვენ ეთიკის კოდექსს ვერ მივიღებთ, რადგან ის რომელიმე კანონს უნდა ეფუძნებოდეს. თუნდაც მივიღოთ ეს კოდექსი, მაშინ სიტყვა-სიტყვით უნდა გადავიტანოთ ის, რაც საკრებულოს რეგლამენტში წერია. რეგლამენტი ისედაც ითვალისწინებს სხდომის დროს დადგენილი წესების დარღვევისთვის დეპუტატის გაფრთხილებას, სიტყვის უფლების ჩამორთმევას და დარბაზიდან გაძევებას. დისციპლინარული ქმედების გატარების უფლებას კი ჩვენ ორგანული კანონი არ გვაძლევს. დეპუტატები არიან ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები და მათზე დოზირებულად მოქმედებს კანონი. "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" გაწერილი რეგუაციებიც კი არ ეხებათ მათ", - განმარტავს მაია სვინტრაძე.

მისივე თქმით, 19 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის დროს საკრებულო რეგლამენტით გათვალისწინებულ ქმედებებს (თავმჯდომარის მიერ გაფრთხილება, სიტყვის უფლების ჩამორთმევა, დარბაზიდან გაძევება) ვერ გამოიყენებდა, რადგან დეპუტატებს შორის ჩხუბი სხდომათა დარბაზში არ მომხდარა.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის "ნაციონალური მოძრაობიდან", გია უკლებას ცემის ფაქტზე ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა, სადაც მომხდარს გმობდნენ და ქუთაისის საკრებულოს ეთიკის კოდექსის შემუშავებისკენ მოუწოდებდნენ.

19 სექტემბერს, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "ქართული ოცნების" დეპუტატი, იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გახდა, სადაც დეპუტატი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა.

მალევე კონფლიქტი სხდომათა დარბაზის გარეთ, დერეფანში ხელჩართული ჩხუბში გადაიზარდა, სადაც, გია უკლება "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატმა სცემა.

მომხდარის შედეგად გია უკლებას სახის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

დეპუტატის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

შსს-მ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი

საკრებულოში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს (ვიდეო)


არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისში დეპუტატის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.