ახალი ამბები
როგორი იქნება ზესტაფონის ცენტრალური მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ (ფოტო)
FaceBook
ზესტაფონის ცენტრალური მოედანი, რომელიც უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარეობს, შემოიღობა და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტი ძირითადად რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ნაწილობრივ კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე მთლიანად 635 951 ლარია გამოყოფილი.



სამუშაოები, რომელსაც შპს "ნიკარემსტროი" ასრულებს, 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

"სულ მალე ზესტაფონს ექნება სრულიად განახლებული, ცოცხალი და მრავალმხრივ დატვირთული ცენტრალური მოედანი. უკვე მიმდინარეობს სრული რეკონსტრუქცია: მთელ პერიმეტრზე დაიგება ქვაფენილი, გაკეთდება შადრევანი, მოეწყობა მწვანე ზოლი; იქნება თანამედროვე განათება, სკულპტურები და სკამები" - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე.

პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოსაცდელის მოწყობა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.