სამშენებლო კომპანია "სახლი #1", რომელსაც, შესაძლოა, ორი სართულის
დემონტაჟი მოუხდეს, მერიის მიერ, კომპანიისთვის სასამართლო დავის
მოგების შ
ესახებ გავრცელებულ განცხადებას უარყოფს.
კომპანიის იურისტი, ერმილე ჭეიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში არც
ერთი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა არ მომხადრა და მერიამ
ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
კომპანიის წარმომადგენლები 19 სექტემბერს შესაბამისი დოკუმენტაციის
გასაჯაროებას გეგმავენ.
"ეს არის ცრუ ინფორმაცია. საქმის განხილვა არ მომხდარა არც ერთ
ინსტანციაში. ჩვენ გავასაჩივრეთ მერიის მიერ გამოცემული აქტი
სართულების დემონტაჟის შესახებ და ეს არ დააკმაყოფილა სასამართლომ,
მაგრამ არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვერ გეტყვით მერი
არ არის არის ამის შესახებ ინფორმირებული თუ რატომ შეჰყავთ
საზოგადოება შეცდომაში. ჩვენ ახლა ველოდებით აღსრულებისგან შესაბამის
დასტურს, რომ დემონტაჟი არის შეჩერებული და ხვალ წარვადგენთ ყველა
დოკუმენტს", - ამბობს სახლი #1-ის იურისტი, ერმილე ჭეიშვილი.
ქუთაისის მერიამ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის
განჩინება 17 სექტემბერს გაავრცელა. დოკუმენტში წერია, რომ
სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახლი #1-ის შუამდგომლობა, რომელიც
მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 5 აპრილსა და 10 თებერვალს
გამოცემული დადგენილებისა და აღსრულების ფურცლის მოქმედების შეჩერებას
შეეხებოდა.
"თუ დამრღვევი ნებაყოფლობით არ განახორციელებს დემონტაჟს,
დაიწყება იძულებით აღსრულება. აღნიშნულზე შედგენილია დემონტაჟის
პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერი
დემონტაჟის ჩატარების თაობაზე, რომელიც არ შედგა. ამჟამად მერია
განმეორებითი ტენდერის გამოცხადებისთვის ემზადება",-ნათქვამია
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თამარ მეფის ქუჩაზე შვიდ სართულიანი კორპუსის მშენებლობა კომპანია
"სახლი N 1"-მა გასულ წელს დაასრულა. ქალაქის ცენტრში სამშენებლო
ნორმების დარღვევა ზედამხედველობის სამსახურმა მას შემდეგ აღმოაჩინა,
როცა კომპანიას უკანონო სართულები უკვე აშენებული ჰქონდა.
კანონდარღვევის აღმოჩენა ქალაქში ახალი ხელისუფლების მოსვლას
დაემთხვა. მერიამ ფაქტიც თავად გაასაჯაროა და კანონის დაცვისკენ სხვა
სამშენებლო კომპანიებსაც მოუწოდა.
შენობის ნაწილის დემონტაჟში ქუთაისის მერია 70 000 ლარის გადახდას
აპირებს, თუმცა, დანგრევის შემთხვევაში, საბოლოოდ, ამ თანხის
ანაზღაურება მშენებელ კომპანიას მოუწევს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში,
კორპუსის ნაწილის იძულებითი დემონტაჟის თანხას, მშენებელი კომპანია
გადაიხდის
ქუთაისის მერიამ, 7 სართულიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟისთვის,
ტენდერი გამოაცხადა
ბრძოლა
უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ და სამაგალითოდ დასჯილი კომპანია
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები