ახალი ამბები
"დეზინფორმაცია იყო სრული" - მხატვრები ქუთაისიდან განცხადებას ავრცელებენ
FaceBook
იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის მერის პორტრეტის გამოფენაზე რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტს გამოეხმაურნენ ქუთაისელი მხატვრები.

მათი თქმით, სიუჟეტი სიცრუეზე იყო აგებული.

"დეზინფორმაცია იყო სრული. როცა გადამიღეს ამოჭრილი იყო კადრები, ვამბობ მე იქ, რომ საქმე გააკეთა. ისე ამოჭრეს, რომ ხალხს გაეგო ქალაქში საქმის გაკეთებაზე ვამბობდი, არადა მე ვგულისხმობდი მხატვრების შეკრებას და კოზენცაში წაყვანას", - ამბობს მხატვარი, ლევან გოგიტაძე.

"ეს არის პოლიტიკური თამაში და ჩვენ უბრალოდ გავეხვიეთ ამაში. გამოფენა არ ყოფილა, მაგრამ შექმნილი ნამუშევრებიდან თითო დარჩა ქალაქს და ამ თითო ნამუშევრიდან საერთო გამოფენა კოზენცას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოხდება. დანარჩენი ნამუშევრები წამოვიღეთ და ერთობლივი გამოფენა ქუთაისშიც გაკეთდება", - ამბობს მხატვარი, გიორგი ჭიღლაძე.

იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისელი მხატვრებისთვის გამართული ვორქშოპის დახურვას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე-მერებიც დაესწრნენ.

დახურვის საღამოს მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა.

ისინი ვორქშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ დახატა.

აღნიშნული ღონისძიება იტალიის ქალაქ კოზენცას მერიის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.