გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით
,
მიმდინარე კვირას არამდგარდი ამინდები იქნება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 17-18 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა
დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით, 23-25 გრადუსი იქნება. 18
სექტემბრის დღის ბოლოდან გამოიდარებს და მთელი კვირის განმავლობაში
უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
"ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20 სექტემბრიდან 24-ის ჩათვლით და
მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა 30-33 გრადუსი იქნება", - ამბობს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
22-23 სექტემბერს კი ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში აღმოსავლეთის
მიმართულების ქარი გაძლიერდება.
მასალის გამოყენების პირობები