ხარაგაულში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან 8 კუბურ მეტრამდე
წიფელას საშეშე მერქანი უკანონოდ მოჭრეს.
ხე-ტყის უკანონო მოჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი იმერეთის
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
მათი ინფორმაციით, სამართალდამრღვევი, რომელმაც სახელმწიფო ტყის
ფონდის ტერიტორიიდანწიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა
დააკავეს, ხოლო სატვირთო ავტომობილი ადგილზე დაილუქეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა,
ხოლო მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ
სასამართლოს გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები