ახალი ამბები
საჯარო სკოლების მასწავლებლის ხელფასი სამჯერ გაიზრდება – მამუკა ბახტაძე
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ახალი ხედვა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა 2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს სამჯერ. 2018-2019 წელს კი გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე პედაგოგი მიიღებს.

რეფორმით გათვალისწინებულია, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასმა 1500 ლარს უნდა მიაღწიოს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარი და მეტი უნდა გახდეს.

პრემიერის ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება პარლამენტს, სადაც იქნება უზრუნველყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ის, რომ სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი ეკონომიკაში.

"ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაცია ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. განათლების რეფორმაში იქნება ხუთი მიმართულება ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და მეცნიერება. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან სწორედ განათლება ადრეული ასაკიდან აისახება შემდეგ საფეხურებზე.

რეფორმირებული სკოლა იქნება ორიენტირებული მოსწავლის პიროვნების განვითარებაზე. 2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდენთ ჩვენს სკოლებში ახალი მოდელის დანერგვას, 2023 წლისთვის 2000- ზე მეტ სკოლაში იქნება დანერგილი ახალი მოდელი. ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს წელს 10 000 -მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზრდოს სამჯერ. ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სკოლას მართვის ახალი მოდელით მართავს," – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, უმაღლესი განათლების მიმართულებით გვექნება დაფინანსების ახალი მოდელი. მოხდება ინტეგრაცია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში. ამავე დროს, შეიქმნება საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების პორტალი.

"აღნიშნული სისტემა იმუშავებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სანდოობის ამაღლებას, გამჭვირვალობის უმაღლეს ხარისხს, ფინანსების დაზოგვას", – განაცხადა პრემიერმა.
edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.