პარტია "თავისუფალმა საქართველომ" იმერეთის რეგიონში 12 საარჩევნო
შტაბი გახსნა.
პარტიის თავმჯდომარემ, კახა კუკავამ ამომრჩევლებს მათ პარტიაში
დამკვირვებლებად დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3 700 უბანზე გვყავდეს
დამკვირვებლები, რომლებიც საიმედოები იქნებიან. არავისთვის საიდუმლო
არ არის კომისიის წევრები და დამკვირვებლები ხშირად იყიდებიან და ამის
ხარჯზე ხდება არჩევნების გაყალბება", - ამბობს კახა კუკავა.
თუ ვინ უხელმძღვანელებს შტატებს, ამას პარტიის იმერეთის ორგანიზაციის
თავმჯდომარე, გოგი წულაია გადაწყვეტს.
მასალის გამოყენების პირობები