გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 და 11 სექტემბერს
დასავლეთ საქარველოში, მათ შორის, იმერეთის უმეტეს რაიონში
მოსალოდნელია წვიმა ელ-ჭექით.
გაძლიერდება, ასევე, დასავლეთის მიმართულების ქარი.
"ნალექის ინტენსივობა ღამის საათებში ცალკეულ რაიონებში შეიძლება იყოს
ზომიერზე მეტი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდენელია, აგრეთვე, ჰაერის ტემპერატურის
კლება 23-28 გრადუსამდე. 12-დან გამოიდარებს და 15 სექტემბრამდე
ჰაერის ტემპერატურა 34-35 გრადუსია მოსალოდნელი. ამავდროულად ამ
რიცხვებში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება.
15-დან კი კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები