მინდა მივმართო ჩემს ნათლულებს და ქართველ ხალხს, დაეხმარეთ
გაჭირვებულებს,
- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას
ბრძანა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ გაჭირვებულების დახმარება დიდი
საქმეა.
"ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება თქვენ გააკეთოთ, ეს არის
გაჭირვებული ადამიანების დახმარება. მე მინდა მივმართო ჩემს ნათლულებს
და ქართველ ხალხს, დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ღმერთი დაგეხმარებათ
თქვენ", - ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, ილია მეორემ ბიბლიიდან, დანიელის წიგნიდან ამონარიდი
წაიკითხა, რომელიც ანანია, აზარია და მისაელს შეეხებოდა. უწმინდესის
თქმით, მრევლმა ხშირად უნდა წაიკითხოს ბიბლია. "ბიბლიაში იმდენი
საიდუმლო და სიწმინდეა, რომ ბევრ რამეში გამოგვადება", - განაცხადა
პატრიარქმა.
new.ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები