საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს ბრალი წარედგინა მოქალაქე გ.მ-ს
ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ
ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ.-ს მიერ
შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის
შეუსრულებლობის ფაქტზე.
მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო
საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის
შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ.
გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში,
აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ
საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ-მ, მოქალაქე თ.გ.-ს
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც
მიაყენა.
ბრალდების მხარე გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების
საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს
მიმართავს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გ.შ-ს მიმართ
მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას
დამატებით მიეწოდება.
ამავე თემაზე:
მოქალაქეზე ძალადობაში ბრალდებული პროკურორი
თანამდებობიდან გადააყენეს
მასალის გამოყენების პირობები