ახალი ამბები
რეგიონული განვითარების მინისტრმა სამტრედია- გრიგოლეთის გზის მშენებელობაზე პასუხისმგებელი პირები გააფრთხილა
FaceBook
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტზე პასუხისმგებელ ორგანიზაციებს გაფრთხილება მისცა.
მიზეზი ხარვეზებით შესრულებული და დროში გაჭიანურებული სამუშაოებია. 

"სამტრედია-გრიგოლეთი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტია. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მშენებლობის მონიტორინგს, კონტრაქტორ ორგანიზაციებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები და მითითებები სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და ტემპზე. გზის გარკვეული მონაკვეთები დაკვირვების რეჟიმშია და როდესაც შეწყდება გეოლოგიური კვლევის პროცესი, შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. ეს პროექტი, სამწუხაროდ, რამდენჯერმე უკვე გადავადდა, წელსაც ის გეგმა, რომელიც გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული ამ გზის მონაკვეთზე ვერ შესრულდა, ობიექტური მიზეზების გამო, გადავადება, სავარაუდოდ, კიდევ არის მოსალოდნელი. დამოკიდებული ვართ გზის მდგომარეობაზე ე.წ. ჯდენებზე და იმის მიხედვით თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. დღეს, სადაც ეს შესაძლებელია სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზა," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთზე ამ დროისთვის, ყრილის მოწყობის, ხიდების მშენებლობისა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება არსებული ჯდენების მონიტორინგი.

სამინისტროს ცნობით მე-4 მონაკვეთს, ყრილის მოწყობის, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, ჯდენების დასაჩქარებლად ხდება დამატებითი მასალის შეტანა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა საერთაშორისო მნიშვნელობის დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის 51,5 კილომეტრიანი მონაკვეთია. პირველი -11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველმაისსა და გაუწყინარ გაივლის.

სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 76 სწორკუთხა მილის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მე-3 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4 ზოლიანია სფალტ–ბეტონის გზის, 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, 42 რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა.

მე–4 მონაკვეთი გადის ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფ. სუფსის გარკვეულ ნაწილს ჩრდილოეთის მხარეს და უერთდება ამავე სოფლის ბოლოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული მშენებლობა დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტებიდან ყველაზე მაღალი ღირებულებისაა და მისი ბიუჯეტი 254 მილიონ ლარს შეადგენს..

პროექტის განხორციელების ვადები 2016-2018 წლებია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.