ახალი ამბები
არა მარტო მამაკაცები, ქალებიც აქტიური მომხმარებლები არიან - ბაზარზე ქართული ჰეროინის გამოჩენაზე საუბრობენ
FaceBook
სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, გური მენაბდიშვილის ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი.
"ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს. მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომლებითაც აბევრებენ", - განაცხადა მენაბდიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ოპიუმისთვის ხელსაყრელი ტერიტორია არსებობს, თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ.

"ოპიუმი მაღალმთაგორიან ტერიტორიაზე იზრდება. მას სიცხე უყვარს. საქართველოში ამ მცენარისთვის რამდენიმე ხელსაყრელი ტერიტორია არსებობს, თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ. ვერ დავადასტურებ, რომ საქართველოში არის ოპიუმის პლანტაციები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე აწარმოებენ კანაბისს და მას ახალგაზრდები მოიხმარენ. მაქვს ინფორმაცია, რომ არა მარტო მამაკაცები, ქალებიც არიან აქტიური მომხმარებლები და როცა მშობლები საყვედურობენ, პირდაპირ ეუბნებიან, ჩვენგან რა გინდათ, სახელმწიფოში დაშვებულია, რატომ გვიკრძალავთო. საგანგაშო მდგომარეობაა პერიფერიებში, სადაც მასობრივად მოიხმარენ კანაბისს", - აღნიშნა მენაბდიშვილმა.

ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.