საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ
ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება,
ლომეს პორტში, ტოგოს რესპუბლიკაში უსაფრთხოდ დაბრუნდა.
"ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა
ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას პირველადი საჭიროებებით : სასმელი
წყალი, საკვები და სხვა," - განმარტავენ საგარეო საქმეთა
სამინსტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამინისტროს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ჩაატარა კოორდინირებული
სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და ამოქმედებული იქნა ყველა
დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის
რეგიონის ქვეყნებში, ასევე საზღვაო და რეგიონულ ორგანიზაციებში.
"შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა
გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე რეგიონში მოქმედ საზღვაო
უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება
ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას
მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო
წყლებში,"- აცხადებენ, საგარეო საქეთა სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაბონის
ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს.
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი
გადაჰქონდა, საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებთანაც
კონტაქტი 14 აგვისტოს გამთენიისას გაწყდა.
ამავე თემაზე:
საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკარგულ გემსა და 17
ქართველ მეზღვაურს ეძებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკარგულ გემსა და 17
ქართველ მეზღვაურს ეძებს
მასალის გამოყენების პირობები