ახალი ამბები
"ყველა ქუჩაზე სამუშაოები გაჭიანურებულია" -ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციამ, აღმასრულებლს, გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეახსენა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ისაუბრეს ასათიანის, თბილისისა და რუსთავველის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე.

ბესიკ ბრეგაძის თქმით, წლებია ასათიანის ქუჩა მოუწესრიგებელია, სამუშაოები გაჭიანურდა რუსთაველისა და თბილისის ქუჩებზე.

"ყველა ქუჩაზე სამუშაოები გაჭიანურებულია. ახლა უნდა გააკეთონ თურმე ასათიანის ქუჩის პროექტირება, რუსთაველის ქუჩაზეც იგივე მდგომარეობაა. სერიოზული პრობლემებია თბილსის ქუჩაზე, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას და  მალე ვნახავთ, რომ მისი დასრულება ვერ მოესწრება ვადებში. არიან თუ არა მზად, რომ  ამ გამოწვევებს უპასუხონ, მე პირადად ძალიან მეეჭვება",-განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

დეპუტატის კრიტიკას ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა უპასუხა.

"ასათიანის ქუჩაზე ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ არსებული სანიაღვრე არხი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე, რის შემდეგაც გვეცოდინება შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩას, იქ სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია წყალკანალს. გვაქვს უკვე ამ გზის პროექტი და როგორც კი დასრულდება წყლის სამუშაოები, დავიწყებთ რეაბილიტაციას. თბილისის ქუჩას კი ოქტომბრამდე აქვს ვადა", - განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

დღესვე, საკრებულოს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა ქალაქში იაშვილის, დუმბაძისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 2 868 400 ლარის გამოყოფას, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. 

წინააღმდეგობის მიზეზად ოპოზიციამ ორი გარემოება დაასახელა. ერთი ის, რომ მათი თქმით, მერიას ჯერ იმ ქუჩების რეაბილიტაცია არ მიუყვანია ბოლომდე, რომლებზეც სამუშაოები დაიწყო და ახალი ქუჩების შემთხვევაშიც იგივე მოხდება. ხოლო, მეორე მიზეზი ოპოზიციამ წინასაარჩევნო პერიოდს დაუკავშირა და განმარტა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ გზით წინასაარჩევნოდ პიარის გაკეთებას ცდილობს.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ საბიუჯეტი ცვლილებას  მხარი დაუჭირა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.