მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი
თაბაშირით თვითნებურად შელესეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის
ხელმძღვანელის, როლანდ ისაკაძის თქმით, ის უკვე იმყოფებოდა ადგილზე და
არსებული მდგომარეობის შესახებ შეატყობინა სააგენტოს.
"ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა სამუშაოები, თვითნებურად მოხდა
შელესვა მონასტრის წარმომადგენელბის მხრიდან. ვაცნობე სააგენტოს,
რომლებიც ან მოახსნევინებენ თაბაშირს ან სხვა ზომებს მიიღებენ," -
ამბობს როლან ისაკაძე.
მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში არსებული კოშკი 1972
წელს განახლდა.
მასალის გამოყენების პირობები