წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით, სხვადასახვა მუნიიცპალიტეტებში
1200 ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება.
კამერებით მოძრაობის მონიტორინგი განხორციელდება როგორც მაგისტრალურ,
ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე.
ჭკვიანი კამერები
უკვე დამონტაჟდა ქუთაისის შემოვლით გზაზე. ნომრის
ამომცნობი კამერებით, სიჩქარის გადაჭარბების და სხვა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევები კონტროლდება.
ამავე გზაზე ასევე დამონტაჟებულია სიჩქარის მზომი სექციური
რადარები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიჩქარის მზომი რადარებითა
და ე.წ. ჭკვიანი კამერებით უკვე დაფარულია 182 კილომეტრი.
მასალის გამოყენების პირობები