გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
ბაღდათში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ადგილობრივები ფიზიკურად
გაუსწორდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც 4 ერთეული თხმელას
სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ, თანამშრომლების
მოთხოვნას - გაეჩენებინათ ავტომანქანა, არ დაემორჩილნენ, რის
საფუძველზეც, დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს
ავტომანქანის დევნა.
ავტომანქანის იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთი მოქალაქე
დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა. მან ერთ-ერთ
თანამშრომელს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა,
რომელმაც თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო,
სამართალდამრღვევი ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
დააკავეს. მას 5000 ლარიანი გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით
შეეფარდა.
საქმეს ბაღდათის რაიონული სამმართველო იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები