ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორად, სავარაუდოდ, შავლეგ ტაბატაძე ინიშნება
FaceBook
20 აგვისტოს პრემიერ მინისტრი ახალ გუბერნატორებს წარაგდნეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორად  შავლეგ ტაბატაძე ინიშნება. 

2016 წლის 10 მარტს შავლეგ ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლად წარადგნეს.

გენერალი  შავლეგო ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

გენერალ  შავლეგო ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები - „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.


სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური; ბოლო პერიოდში კი, გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას, მიმდინარე წლის აპრილიდან ამ დრომდე, ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი რწმუნებული, გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს.

იმერთის გუბერნატორის ვაკანტური პოზიციაზე ასევე, განიხილებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა მამალაძე.

მამუკა მამალაძე ქუთაისელია. 1999 წლის 1 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავჯდომარედ.

2004 წლიდან - საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად.


2006 წლის 19 მარტს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების სამმართველოს უფროსად.

2006 წლის 25 ივლისს - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.