ვანის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის,
ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის აღდგენა დაიწყო.
რეაბილიტაცია უტარდება აღნიშნული გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს,
სადაც გზის დაზიანებული საფარის ნაცვლად ასფალტი
დაიგება.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს ,რის შემდეგაც მოხდება ასფალტის შავი
საფარის აღდგენა ,მოეწყობა სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩუტარდება
მდინარე სულორზე არსებულ სახიდე გადასასვლელს, დაიხაზება გზის საფარი
და მოეწყობა საგზაო ნიშნები," - განმარტავენ ვანის მუნიციპალიტეტის
მერიაში.
ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "საქმილსადენმშენი"
ახორციელებს.
პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, სახელმწიფო
ბიუჯეტიდან 4 409 000 ლარი უნდა დაიხარჯოს.
მასალის გამოყენების პირობები