კომპანია "ალმა რუსი", რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას
ახორციელებს, სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.
კომპანიამ სამუშაოების ვადის ორი კვირთ გადაწევის შესახებ ქუთაისის
მერიას უკვე მიმართა.
"ალმა რუსის" წარმომადგენლის ზურაბ ყურუას თქმით, რეაბილიტაციის
პროცესში დამატებითი სამუშაოები გამოჩნდა, რის გამოც ტენდერით
გათვალისწინებულ დროში მისი დასრულება ვერ მოესწრება.
"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ დემონტაჟის შემდეგ გამოჩნდებოდა
სამუშაოების ზუსტი მოცულობა. როცა მოხდა ხიდზე საფარის აღება, მაშინ
გამოჩნდა დამატებით სამუშაოები. ამის გამო ვითხოვეთ ორი კვირით
გადაწევა. ტენდერში არ მომხდარა არც ამინდის გათვალისწინება. დაითვალა
მხოლოდ ის დღეები, რაც სამუშაოების შესრულებას სჭირდება",- ამბობს
ზურაბ ყურუა.
კომპანიის წარმომადგენელი დროის გახანგრძლივების შემდეგაც ვერ
ასახელებს სამუშაოების დასრულების ზუსტ დროს, თუმცა, ამბობს, რომ
ყველა შემთხვევაში რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულებული
იქნება.
კომპანია "ალმა რუსს" ხიდის რეაბილიტაცია 22 აგვისტოს უნდა
დაესრულებია, თუმცა, 16 აგვისტოს ქუთაისის მერიამ გაავრცელა
ინფორმაცია, რომ კომპანია სამუშაოების დათქმულ ვადებში დასრულებას ვერ
ახერხებს, რის გამოც ის
9000 ლარით დაჯარიმდა.
სარეაბილოტაციო სამუშაოების გამო, თეთრი ხიდი პირევლი ივნისის
შემდეგ გადაკეტილია.
"ალმა რუსმა" ხიდის რეაბილიტაციის უფლება ტენდერში გამარჯვებით
მოიპოვა. სამუშაოებს კომპანია 436 000 ლარად ასრულებს.
ამავე
თემაზე:
კომპანია, რომელიც თეთრი ხიდის
რეაბილიტაციას ახორციელებს, მერიამ
დააჯარიმა
"ხიდი კარგავს ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას
აპროტესტებენ
"შეფასებას
"უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი
კრიტიკაზე
როგორი
იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)
"იმედია, ას საფეხურიანი კიბის
პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" -
ოპოზიცია
მასალის გამოყენების პირობები