გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს.
17 აგვისტოს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "სათაფლიაში" დაგეგმილი
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 05:00 საათიდან 09:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 4800
აბონენტს ქუთაისში - ბუხაიძის, ი. აბაშიძის, შარტავას, გამარჯვების,
მეველეს, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე 677 მომხმარებელს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტისის სოფელ ბანოჯაში.
"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით
პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი
ძაბვის ქვესადგურში. სამუშოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება
ჩვეულ რეჟმში აღდგება," - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში".
მასალის გამოყენების პირობები