ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს საგანმანათლებლო
დაწესებულებამდე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება დაევალება.
თუმცა, აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ იმ მოსწავლეების ტრანსპორტირებით
უზრუნველყოფას გულისხმობს, რომელთაც სკოლებამდე მისასვლელად ორ
კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა მოუწევთ.
ამ დრომდე ამას განათლების სამინისტროს სსიპი ახორციელბდა. 2018
წლიდან კი დეცენტრალიზაციის ფარლებში ეს ვალდებულება საკუთარ თავზე
თვითმმართველობებმა უნდა აიღონ.
სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება დაევალა ქუთაისის მერიასაც.
ქალაქს რომ დეცენტრალიზაციის მოთხოვნები შეესრულებია,
თვითმმართველობას იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება
მოუწევს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ამის გამო
ისინი სხვა სკოლებში გადანაწილდნენ.
უკვე ცნობილია, რომ ქუთაისის მერიის მიერ დაქირავებული უფასო
ტრანსპორტი #17, #30 და #33 სკოლების 1200 მოსწავლეს
მოემსახურება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო #17 სკოლის
მოსწავლეები ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე ალტერნატიულ ფართში ივლიან,
#39 სკოლის მოზარდები სწავლას #37 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ, ხოლო,
#33 საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები #12 სკოლაში
ისწავლიან.
1200 მოზარდს უფასო ტრანსპორტით სარგებლობა ზემოთაღნიშნული სკოლების
შენობებში რეაბილიტაციის დასრულებამდე, პირველი სემესტრის ჩათვლით
შეეძლებათ.
"იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ორ კილომეტრზე მეტის
გავლა მოუწევს, შესაბამისი ტანსპორტით ქუთაისის მერია მოემსახურება.
ეს დაგვევალა დეცენტრალიზაციის პირობებში",- ამბობს ქუთაისის მერიის
ტარნსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი.
არაფერი იცვლება სხვა სკოლების მოსწავლეებისთვის.
დეცენტრალიზაციაზე, როგორც ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი
ნაწილზე ისაუბრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და
განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა იმერეთის მუნიციპალიტეტების
მერებთან შეხვედრაზე.
რეგიონულ შეხვედრაზე ითქვა, რომ თვითმმართველობებისთვის მეტი
შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემა უნდა მოხდეს.
დეცენტრალიზაციის ფარგლებში გადაცემული ფუნქციის განსახორციელებლად,
ქუთაისის მერიამ უკვე ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგებიც კვლავ
განათლების სამინისტროს უნდა გადაუგზავნოს. მომსახურების შესყიდვაზე
კი ტენდერს მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც უწყებისგან კონკრეტულ
მითითებებს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები