თერჯოლის სოფელ გოდოგანში, მდინარე ჭიშურაზე მდებარე თამარის თაღოვან
ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
თუ როგორ უნდა მოხდეს ისტორიული ხიდის რეკონსტრუქცია, ამაზე თერჯოლის
მუნიციპალიტეტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად
იმუშავებს.
თამარის თაღოვანი ხიდის სახელით ცნობილი კონსტრუქცია გამაგრებას
საჭიროებს. დაზიანებულია ხიდის ბურჯები.
მდ. ჭიშურაზე თამარის ხიდი აგებულია 1668 წელს. იგი წარმოადგენს
ქვის თაღიან ხიდს, რომელიც დღემდე მოქმედია. ამ ხიდზე გადიოდა
ქუთაისი-თბილისის დიდი შარაგზა.
მასალის გამოყენების პირობები