25 აგვისტოს, საჩხერის სოფელ არგვეთში "ჯადოსნური ღამე"
გაიმართება.
მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში დაგეგმილ ღონისძიებაზე ამერიკაში
მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი ლევან
შენგელია დაუკრავს. საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან,
ასევე, ამერიკაში მოღვაწე მომღერალი ნინი შერმადინი და
პიანისტი და კომპოზიტორი ირაკლი შარაძე.
ღონისძიება 20:30 საათზე დაიწყება.
"ჯადოსნური ღამის" ორგანიზატორები არიან საჩხერის პაოლო იაშვილის
სახელობის თეატრი "პაოლო" და მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი.
ლევან შენგელიას კონცერტი „ჯადოსნური ღამე“ - მუსიკალური
მიძღვნა მუხრანს, სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის
სახლ-მუზეუმში გასულ წელსაც ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები