სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრის ინფორმაციით, დასაქმების ფორუმში მონაწილეობა 74-მა დამსაქმებელმა და 2000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო.
ქუთაისში გამართული დასაქმების ფორუმის შედეგები ამ დრომდე უცნობია. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, რომ ამ დრომდე შეჯამებული არ აქვთ, თუ როგორ დასრულდა დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელთა შორის გამართული გასაუბრება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილის, ლელა ხურციძის განმარტებით, დასაქმების ფორუმში მონაწილოება 74-დამსაქმებელმა და 2000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო.
დასაქმების ფორუმი, ქუთაისში 11 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტში გაიმართა. აღნიშნულ ფორუმზე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული დასაქმების მაძიებლები
დადებითად იყვნენ განწყობილნი. პოტენციურ დამსაქმებლებს
თავიანთი მოთხოვნები ჰქონდათ. დასაქმების ფორმის შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები