ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქუთაისის აეროპორტში
არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი
გამოავლინა.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის,
მ.ჭ-ს კუთვნილი ხელბარგის შემოწმებისას 61, 28 გრ.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5 138 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე
მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5
138 ლარის ოდენობით შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები