დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებს 15 აგვისტოდან
პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთსა და სამეგრელოში
15-18 აგვისტოს გამოიდარებს.
"ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა უნალექო ამინდები
სავარაუდოდ მხოლოდ სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება," -
ამბობს
გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში 19 აგვისტოდან კვლავ
ტემპერატურის კლებას და არამდგრად ამინდებს ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები