თავდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა რიგითი გოგა გოგლიჩაძე, რომელმაც
ქუთაისში მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი
დახრჩობას
გადაარჩინა.
მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი
შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას
გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და
"გლოკის" ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.
III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის მეტყვიამფრქვევემ, I
კლასის რიგითმა, გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში მდინარეში
გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა. უცნობი მამაკაცის
გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა და მაშველების მისვლამდე
მას დახმარება აღმოუჩინა.
I კლასის რიგითი გოგა გოგლიჩაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017
წლიდან მსახურობს.
ამავე თემაზე:
მდინარე
რიონში მამაკაცი გადახტა
რიონში გადამხტარი მამაკაცი ჯარისკაცმა
გადაარჩინა
მასალის გამოყენების პირობები