ქუთაისში ცენტრალური ბაღის და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე
შადრევნის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ 30 000 ლარიანი ტენდერი
გამოაცხადა.
ელექტრონული შესყიდვის (
NAT180012470) მიხედვით,
მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სამუშაოებისთვის საჭირო
საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.
ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს 2015 წლის პირველი
იანვრიდან არანაკლებ 240 000 ლარის საპროექტო დოკუმენტაციის
შედგენის მომსახურების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით
მოცემული უნდა იყოს მიმაგრებული ფაილის მიხედვით.
ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის რვა აგვისტოს გამოცხადდა და
წინადადებების მიღება ამავე თვის 22-ში მთავრდება.
2018 წლის სექტმებრის ბოლოდან ქუთაისში ცენტრალური ბაღის
განახლებაცაა
დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით, ბაღის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ქუთაისში
ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ფინანსდება და მისი ღირებულება სავარაუდოდ ერთ მილიონ ლარს
შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები