ბიჭი, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი,
მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი
გოგა გოგლიჩაძეა.
ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი
მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე
მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩაძეს მადლობას
უხდის გმირული საქციელისთვის.
ფოტო: მამუკა კაკაურიძე
მასალის გამოყენების პირობები