9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც
ბანაობა აკრძალულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე
დამსვენებლებს აფრთხილებს:
"დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3
მეტრამდე მიაღწიოს. შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე
აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის
შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნებa. ყურადღება მიაქციეთ
ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები"
მასალის გამოყენების პირობები