ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მოძრაობის მაკონტროლებელი კამერების დამონტაჟებისთვის ტენდერს აცხადებს.
10 ვიდეოკამერის დამონტაჟებისთვის მუნიციპალიტეტმა 85 000 ლარად შეფასებული ტენდერი მიმდინარე წლის 26 ივნისს გამოაცხადა.
სატენდერო ხელშეკრუების მიხედვით, 6 ცალი ვიდეოკამერა უნდა იყოს სტატიკური, ხოლო დანარჩენები - მართვადი, დღე-ღამის ავტომატური აღქმითა და ნათების ბალანსით.
ვიდეოკამერებთან ერთად ასევე, უნდა დამონტაჟდეს გარე გამოყენების 6 ცალი სამონტაჟო ყუთი, უწყვეტი კვების წყარო და ოპტიკური სვიჩი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერით სამი კომპანია დაინტერესდა - შპს სოფტმასტერ, "ჯესკო ჯგუფი" და "დელტა-კომმი". ამ კომპანიებიდან მუნიციპალიტეტს ყველაზე ნაკლები თანხა, 78 500 ლარი, "დელტა-კომმა" შესთავაზა.
ზესტაფონში მოძრაობის მაკონტროლებელი კამერები წლის ბოლომდე უნდა დამონტაჟდეს.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები