ზაფხულის საღამოების მოწყობის ფარგლებში, რეჟისორ ფედერიკო ფელინის ფილმების რეტროსპექტივის გამართვის ორგანიზებაზე მერიამ 2000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ქუთაისში 10 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში ქალაქის ძველ უბანში, მონ- პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმების გამართვას გეგმავს. ზაფხულის საღამოების მოწყობის ფარგლებში, რეჟისორ ფედერიკო ფელინის ფილმების რეტროსპექტივის გამართვის ორგანიზებაზე მერიამ 2000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონულ ტენდერში წინადადების მიღება 116 ივლისიდან 21 ივლისამდე გაგრძელდება.
გამარჯვებული ორგანიზაცია/ პირი/ ვალდებულია: "უზრუნველყოს ზაფხულის საღამოების მოწყობის ფარგლებში, რეჟისორ ფედერიკო ფელინის ფილმების რეტროსპექტივის გამართვის ორგანიზება. ღონისძიება უნდა გაიმართოს 10 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში ქალაქის ძველ უბანში, მონ-პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 21:00 საათზე. გახსნის ცერემონიალზე უნდა იყოს წარმოდგენილი არაუმეტეს 10 მსახიობი ქალის მონაწილოებით მცირე 10 წუთიანი, პერფომანსი ფელინისფილმების თემატიკაზე მუსიკის თანხლებით, რომლის სცენარის და მუსიკა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (მერიასთნ)" - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
მასალის გამოყენების პირობები