არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა
საქართველოში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
"ოკუპანტებო, წადით, სახლში" - ეს გზავნილი დატოვეს ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა ქუთაისში ტურისტულ საინფორმაციო სტენდებსა და
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სხვა ადგილებზე.
"მაშინ როცა მტერი ჩვენთან საომარ პოზიციაში იმყოფება, რუსული
წარწერები არ უნდა გვხვდებოდეს ქუჩებში. ყველას უნდა ვუთხრათ,
რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%", - ამბობს "ევროპა
ჩვენი სახლიას" ხელმძღვანელი, გია გოქაძე.
მასალის გამოყენების პირობები