არაოფიციალური ინფორმაციით, ტყიბულში შახტის ადმინისტარაციის
რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.
როგორც ქუთაისიპოსტს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა
განუცხადა, დაკავებულია ექვსი ადამიანი.
"საქნახშირის" ადმინისტარციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანია
კომენტარს არ აკეთებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ინფორმაციას
მოიკვლევენ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს ოთხი მუშა დაიღუპა,
ექვსი კი დაშავდა.
ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა. 5
აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშლილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა
ტალღამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი
დაშავდა.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
მასალის გამოყენების პირობები