ქუთაისის მერია ქალაქის სხვადასხვა უბანში 293 ძელსკამის მონტაჟს
გეგმავს.
ძელსკამების შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი
(NAT180012100) უკვე გამოაცხადა.
293 ძელსკამში ქუთაისის მერიამ 95 000 ლარი უნდა გადაიხადოს. ტენდერში
გამარჯვებულმა ძელსკამები მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე უნდა
დაამონტაჟოს.
დაზიანების შემთხვევაში, შემსრულებელმა ორი წლის განმავლობაში უნდა
უზრუნველყოს მათი შეკეთება.
მასალის გამოყენების პირობები