ახალი ამბები
"ნონას თასი" ერთი დღით ქუთაისში ჩამოვა
FaceBook
საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს "ნონას თასის" საქართველოში მოგზაურობა გრძელდება.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი ქუთაისში ერთი დღით 5 აგვისტოს დაიდებს ბინას. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში 18 საათზე დაიწყება, მოეწყობა საჭადრაკო ვიქტორინა და სხვადასხვა ბლიც- თამაშები. თასი უკვე იყო თბილისში, თელავში, რუსთავში და გორში. ღონისძიების ორგანიზატორი ჭადრაკის ფედერაცია და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.

ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალ თასს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანა მოიპოვებს, თუმცა მანამდე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის თასი საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1997 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.
1998 წლიდან ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალი თასი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.