გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს სამ საგანში ჩაბარებული გამოცდების
შედეგებს გამოაქვეყნებს.
აბიტურიენტები დღეს გაიგებენ რამდენი ქულა მიიღეს ქართული ენისა და
ლიტერატურის, გეოგრაფიისა და მათემატიკის გამოცდებში.
შედეგები 12 საათზე გამოქვეყნდება.
უკვე ცნობილია შედეგები ინგლისურ ენაში, სადაც
ქუთაისელმა აბიტურიენტმა, ლუკა ბოგვერაძემ
მაქსიმალური ქულა მიიღო.
გამოცდების შედეგებს ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.
შედეგების ნახვა აბიტურიენტებს
online.naec.ge -ზე შეუძლია. ასევე.
შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ნომერზე
93333.
მასალის გამოყენების პირობები