2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტებს
საგანამანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანისთვის დრო დაემატათ.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტებს
საგანმანათლებლო პროგრამებში შეცვლის, დამატების და წაშლის საშუალება
აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში
ექნებათ.
რაც შეეხება შედეგების გამოქვეყნებას, ნაეკის ინფორმაციით, მონაცემთა
დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ზოგადი უნარების შედეგები
მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
წყარო:
edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები