საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წვევამდელ ახალგაზრდებს
არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებს.
1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს ალტერნატიული სამსახურის გავლა
სახანძრო-სამაშველო ძალებში შეეძლებათ.
წვევამდელებისთვის ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შეთავაზება
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ფარგლებში ხდება.
კანონი "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" ძალაში 1 აგვისტოდან
შევა.
ამავე რეფორმის ფარგლებში, 1 აგვისტოდან, საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახური მოხალისეთა სისტემას დანერგავს. შეიქმნება
პლატფორმა volunteer.ge, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს
შეეძლება დარეგისტრირება. საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის ინფორმაციით, მოხალისეების მომზადებას სსმს
უზრუნველყოფს.
საგანგებო სიტუაციებში მონაწილეობის შემთხვევაში მოხალისეები
ისარგებლებენ სოციალური გარანტიებით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ
რეგისტრაციის პირობების თაობაზე ინფორმაცია მათ ვებ-გვერდზე
გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები