სამტრედიაში მცხოვრებ 49 წლის ქალს ოჯახის წევრები მეხუთე დღეა
ეძებენ.
სამართალდამცველებმა მის კუთვნილ ავტომანქანას გრიგოლეთის გზაზე,
სანაპიროდან დაახლოებით 100 მეტრში მიაგნეს.
ოჯახის წევრების თქმით, ქალმა წერილი დატოვა, რის საფუძველზეც ისინი
ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე
მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც უწყებაში ამბობენ, დაკარგულის ადგილმდებარეობის დასადგენად
მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები